lang lang lang lang lang lang lang
ვინ ვართ ჩვენ და რას ვაკეთებთ

კომპანიის შესახებ

ბაუმაკი არის ერთ-ერთი წამყვანი რუსული კომპანია, რომელიც ეწევა მონოლითური მშენებლობისთვის შეფიცვრის და მისი მაკომპლექტებლების შემუშავებას, დაპროექტებას და წარმოებას. კომპანია დაარსდა 2001 წელს და თავისი არსებობის 20 წლის განმავლობაში დიდი გზა გაიარა ჩვეულებრივი სავაჭრო საწარმოდან საკუთარი წარმოების გახსნამდე.

დღეისთვის ჩვენი კომპანიის საწარმოო საქმიანობა მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: ლითონის წარმოებას და ფანერის წარმოებას.

ძირითადი წარმოება განლაგებულია ქ. სტავროპოლში, რაც მას უპირატესობას ანიჭებს გადაზიდვის სფეროში, რადგან მანძილი ნოვოროსიისკის პორტამდე და საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე, საიდანაც ტვირთის გაგზავნა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, 500 კმ-ზე ნაკლებია.

ბაუმაკი არის თანამედროვე კომპანია, რომლის მთავარი მიზანია დააკმაყოფილოს თავისი მომხმარებლების მოთხოვნილებები მაღალხარისხოვანი და გამძლე პროდუქციით, რომელსაც აქვს გამოყენების ხანგრძლივი ვადა. მთელი ჩვენი პროდუქცია გადის გამოცდებს, და მისი ხარისხი და სტანდარტებთან შესაბამისობა დასტურდება საჭირო სერთიფიკატებით.

ჩვენი წარმოება არ დგას ერთ ადგილზე, რადგან განვითარებისკენ სწრაფვა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. პროდუქციის გაუმჯობესება, წარმოების მოდერნიზაცია და ოპტიმიზაცია, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, თანამშრომლების სწავლება, ასორტიმენტის გაფართოება, გასაღების ახალი ბაზრების ძიება, მომხმარებლის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება - ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს ჩვენს კომპანიას დაიკავოს წამყვანი ადგილი ამ დარგში და აძლევს უპირატესობას ბაზარზე კონკურენტულ ბრძოლაში. გარდა ამისა, ჩვენ ვართ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომელიც ყოველთვის მზადაა დააკმაყოფილოს თავისი მომხმარებლების მოთხოვნილებები და შეასრულოს მათი ინდივიდუალური შეკვეთები.

ჩვენი კომპანიის ღირებულებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს:

მიუკერძოებლობას: ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ყველა მომხმარებელი განურჩევლად მათი სიდიდისა, ადგილმდებარეობისა და ა. შ. იგივე ეხება ჩვენს თანამშრომლებს.

ამბიციურობას: კომპანია გამუდმებით ისწრაფვის სრულყოფილებისა და ზრდისკენ, ითვისებს სიახლეებს და არ ეშინია ყველაზე გაბედული იდეების განხორციელებისა.

კომპანია იყენებს ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს საქონლის წარმოებაში და მომხმარებელთა მომსახურებაში, ამყარებს პარტნიორებთან გულწრფელ და ღია ურთიერთობებს.

მოქნილობას: კომპანია პასუხობს ბაზრის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებსა და პირობებს ყველაზე ნაკლები დანახარჯებით.

ანალიზს: ნებისმიერი ინფორმაცია ღირებულია, იქნება ეს იდეა, კონკურენტის ანალიზი თუ სხვა.

გუნდურ მუშაობას: კომპანია წარმატებას მიაღწევს მხოლოდ მისი ყველა თანამშრომლის ერთობლივი ძალისხმევით, რომლებიც იქნებიან ჩართული და გატაცებული მისი განვითარების პროცესით.

ბაუმაკი არის საოჯახო კომპანია, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ დავამყაროთ გრძელვადიანი, გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობები თითოეულ ჩვენს კლიენტთან, პარტნიორთან ან თანამშრომელთან. ჩვენი მომხმარებლები ჩვენ გვენდობიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა მივაწოდოთ მხოლოდ ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურება.

ჩვენი კომპანიის საქმიანობა დიდი ხანია საერთაშორისო დონეზე გავიდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გვყავს მუდმივი უცხოელი მომხმარებლების წრე, ჩვენი სამომავლო გეგმებია ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოება და ახალ ბაზრებზე გასვლა. ამჟამად ჩვენ გაგვაქვს პროდუქცია ახლო და შორს საზღვარგარეთის 10-ზე მეტ ქვეყანაში, მაგრამ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას და ვგეგმავთ აქტიურ შესვლას ევროპის ბაზარზე.

О КОМПАНИИ
ჩვენი უპირატესობები
ბაუმაკი არის შეფიცვრის მაკომპლექტებლების საიმედო მიმწოდებელი
რომლის საქმიანობაში მთავარია გამოშვებული პროდუქციის ხარისხი და საიმედოობა
icon
საკუთარი
წარმოება
icon
საუკეთესო
ხარისხის მასალები
icon
დამზადების
სწრაფი ვადები
icon
კვალიფიციური
თანამშრომლები
icon
20 წელზე მეტი
ხნის გამოცდილება
icon
გაყიდვისწინა და
გაყიდვისშემდგომი
მომსახურება
icon
სახელშეკრულებო
წარმოების
შესაძლებლობა
icon
ინდივიდუალური
მიდგომა
სასარგებლო ინფორმაცია